შიდა ქართლი
შიდა ქართლში ყველაზე არაანგარიშვალდებული მერია არის კასპში - IDFI
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
23 მაისი 2022
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერების რეიტინგში, ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის კუთხით, კასპის მერია ბოლო ადგილზეა. საჯარო
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევას, "ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, 2021 წელს, IDFI–ის მიერ გაგზავნილი წერილები
კასპის მერიის ადმინისტრაციამ საერთოდ უპასუხოდ დატოვა.