შიდა ქართლი
გორსა და ხაშურში უკანონოდ შენახული 9 პისტოლეტი და 1 სანადირო თოფი ამოიღეს
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
23 ივნისი 2022
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი პირი - 1971
წელს დაბადებული რ.ფ. და 1980 წელს დაბადებული კ.გ. ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ბრალდებით
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს შეიძინეს 9
პისტოლეტი, რომელთა ნაწილი ჯგუფურად, უკანონოდ გაასაღეს, ნაწილს კი
მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. ოპერაცია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და
ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად
ჩატარდა.