შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში სტალინის გამზირზე 5 წლის ბავშვს აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივნისი 2022
გორში სტალინის გამზირზე აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი 5 წლის ასაკის ბავშვს დაეცა. შემთხვევა გუშინ 28 ივნისს მოხდა. ,,გორმედში" აცხადებენ, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა მაინც გახდა საჭირო. განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში ორი წელია სტალინის გამზირზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტს ამ სამუშაოებთან არანაირი შეხება აქვს. კორპუსს, საიდანაც ფიცარი ჩამოვარდა, რეაბილიტაცია საერთოდ არ უტარდება - აცხადებენ მერიაში
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია