შიდა ქართლი
გორში ,,ოცნების წარმომადგენლებმა ,,შინ ევროპისკენ აქციის მხარდაჭერებს მწვანილები ესროლეს
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
30 ივნისი 2022
გორის ბაზარში პარტია "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი
,,ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ესროლეს.
ჯაფარიძე თანაგუნდელებთან - ფიქრია ჩიხრაძესთან, ლევან სამუშიასთან,
საბა ბუაძესთან და ლანა გალდავასთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრას
მართავდა.
ისინი გორში ჩავიდნენ, რათა 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციაზე
რეგიონებიდან ხალხის მობილიზებისთვის შეეწყო ხელი.
თბილისში გაიმართება აქცია ,,შინ ევროპისკენ. პოლიტიკოსები
სპეციალურ ბუკლეტებს არიგებენ და ხალხს მოუწოდებენ, რომ ამ აქციაზე
წავიდნენ.