შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეს მზაკვრული ნარატივი ეფესბეს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან მოდის - აშშ-ს ელჩი უკრაინის ომში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივნისი 2022
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელიც "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, მედიასთან კომენტარში გამოეხმაურა განცხადებებს, რომლებიც შეეხება იმას, თითქოს, აშშ დაინტერესებულია საქართველოს ომში ჩართვით. კელი დეგნანმა ამგვარ განცხადებებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის "მზაკვრული ნარატივი უწოდა". "მინდა გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც, როგორც ჩანს, გრძელდება. ეს პირდაპირ ეფესბეს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან მოდის. ნება მიბოძეთ, ნათლად გამოვხატო: აშშ არ ცდილობს, რომ საქართველო ჩაერთოს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში, აშშ-ს არ სურს ეს ომი გაფართოვეს რამენაირად, აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია ამ ომის შესაჩერებლად, რაც შეიძლება მალე. პუტინი იყო ის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიული და ბრუტალური ომი დაიწყო და პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება. აშშ საქართველოს მეგობარია, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ჩვენ ამის კეთებას გავაგრძელებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ახსოვდეს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. რუსეთი ცდილობდა თქვენი ენის მოკვლას. რუსეთი ანგრევდა თქვენს ეკლესიებს და ცხოველების სადგომებად აქცევდა. თუ არის რაიმე კითხვა, რას ნიშნავს რუსეთთან მეგობრობა საქართველოსთვის, უნდა ნახოთ, რა ხდება ადმინისტრაციულ საზღვარზე. თქვენი მეგობრები აშშ-ში და ევროპაში არიან და ეს არის საქართველოსთვის მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის გზა", - განაცხადა კელი დეგნანმა. წყარო: რადიო თავისუფლება
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია