შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში ,,ოცნების წარმომადგენლებმა ,,შინ ევროპისკენ აქციის მხარდაჭერებს მწვანილები ესროლეს

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივნისი 2022
გორის ბაზარში პარტია "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი ,,ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ესროლეს. ჯაფარიძე თანაგუნდელებთან - ფიქრია ჩიხრაძესთან, ლევან სამუშიასთან, საბა ბუაძესთან და ლანა გალდავასთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. ისინი გორში ჩავიდნენ, რათა 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან ხალხის მობილიზებისთვის შეეწყო ხელი. თბილისში გაიმართება აქცია ,,შინ ევროპისკენ. პოლიტიკოსები სპეციალურ ბუკლეტებს არიგებენ და ხალხს მოუწოდებენ, რომ ამ აქციაზე წავიდნენ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია