შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს გივი ზაუტაშვილს 85 წელი შეუსრულდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 თებერვალი 2023
5 თებერვალს საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, გივი ზაუტაშვილს 85 წელი შეუსრულდა. ის 60 წლის მანძილზე ქართულ სპორტს ემსახურება. მისი იუბილე გორში გადაიხადეს. ,,მის ხელში გაიარა არაერთმა დიდმა სპორტსმენმა - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა. აღსანიშნავია, რომ გივი ზაუტაშვილი, დღესაც მუშაობს მწვრთნელად გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში და იღებს მონაწილეობას ახალგაზრდა სპორტსმენების დაოსტატებაში. - აღნიშნულია გორის მერიის სპორტის განვითარების სააგენტოს მისალოც განცხადებაში. გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ, ამ ღვაწლმოსილი ადამიანის საიუბილეო საღამოზე, შეიკრიბნენ მისი შეგირდები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები - მიულოცეს იუბილე, გაიხსენეს მისი ამაგი, მნიშვნელოვანი მიღწევები სპორტში და უსურვეს კიდევ დიდ ხანს გარჯა ქართული სპორტის საკეთილდღეოდ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია