შიდა ქართლი
“ამბის თხრობა ეფექტურად” – გორში ღია მონაცემების ფორუმი გაიმართა
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
17 მარტი 2023
სამოქალაქო საზოგადოების და მედიის როლზე საუბრით დაიწყო გორში ღია
მონაცემების ფორუმი, რომელიც ნეო ტვ-ს წარმომადგენელმა, ეკა
სუხიშვილმა გახსნა. ღონისძიება ForSet – ის მხარდაჭერილი პროექტის
შეჯამებას მიეძღვნა, სადაც მისმა მონაწილეებმა მიღებული გამოცდილების
შედეგად მომზადებული ნამუშევრები წარმოადგინეს. პროექტის მონაწილეებმა
ინტენსიური ტრენინგ-სემინარების შემდეგ სხვადასხვა უწყებისგან საჯარო
ინფორმაცია გამოითხოვეს, გამოიყენეს ასევე პორტალი askgov.ge, სადაც
უკვე გამოთხოვილი და ხელმისაწვდომია 1300-ზე მეტი საჯარო
ინფორმაცია.
მოძიებული მონაცემების დამუშავებისა და ვიზუალიზაციაში გადატანასთან
დაკავშირებით მათ ახალი უნარები შეიძინეს და ამ მიმართულებით ცოდნა
გაიუმჯობესეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპრეზენტაციო თემებად შიდა
ქართლისთვის აქტუალური საკითხები შეირჩა, რაზეც შემდეგ ინფოგრაფიკები
ააწყეს. ფორუმს მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენელი, თეონა
თომაშვილიც დაესწრო. შეხვედრის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას
დაეთმო.