შიდა ქართლი
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვა დამოუკიდებლობის დღეს
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
26 მაისი 2023
„დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე, თქვენი ფიცის დადების დღე. და
თქვენ ამ ფიცით, საქართველოს ურყევ ერთგულებას და თავდადებას
უცხადებთ. დღეს თქვენ საქართველოსჯარს უერთდებით. ჯარს, რომელიც
ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისსაყრდენია. დღეს, თქვენი აქ
დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლასთავისუფლებისთვის
უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ჯარი ჩვენი სახელმწიფოს გამძლეობისა
დამედეგობის უტყუარი ნიშანია. ამ ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა,
სამშვიდობო მისიებშითავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი
აჩვენა. 26 მაისი ის დღეა, როცაქართულ ჯარს მადლიერებას ვუცხადებთ და
ყველანი ერთად პატივს მივაგებთ საქართველოსდამოუკიდებლობისა და
ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა დროსა და ადგილასდაღუპულ
გმირებს.
დღევანდელ დღეს არ შეიძლება არ ვახსენოთ 100 წლის წინ, 1923 წლის 21
მაისს, დილის04:30-ზე დახვრეტილი, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, 15
მებრძოლი ვაჟკაცი გენერალ კოტეაფხაზის მეთაურობით. 100 წელი გავიდა,
თუმცა საფლავი და საპატიო ყარაული ჯერ არღირსებიათ. ამიტომ გამოვედი
ინიციატივით, რომ ასი წლის თავზე თითოეულ მათგანსმიენიჭოს ეროვნული
გმირის წოდება. კოტე აფხაზის სიტყვები კი ჩვენს მეხსიერებაში
ჩაიწერადა ეხმიანება ილიას, ვაჟას, აკაკის, ნიკოს და სხვების
სულისკვეთებას: „ჩვენი პირი უნდადასავლეთისკენ იყოს მიქცეული, ჩვენი
პირი შავი ზღვისკენ უნდა იყოს მიქცეული“. დღესაც, ესგამოძახილი ჩვენი
საზოგადოების სულისკვეთებას ესატყვისება.