რუსთავის მარცხენა სანაპიროზე სპეცრაზმი არის მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცავები ეძებენ მსჯავრდებულს, რომელიც სასამართლოს მოსაცდელი ოთახიდან გაიქცა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - "ბრლდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა".