ესპანეთში საქართველოს 50 - მდე მოქალაქე დააკავეს. აყვანის ოპერაცია მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და ბარაკალდოს დასახლებაში ჩატარდა. ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ ასობით ბინის ძარცვა, ძირითადად ძვირფასეულობისა და საათების მოპარვა. დაკავების ოპერაციაში, ესპანური მხარის გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე ესპანეთში და საფრანგეთის პოლიცია. დაჯგუფების ლიდერად საქართველოს მოქალაქე, კანონიერი ქურდი სპარტაკ ჯ. მოისაზრება , რომელიც დაჯგუფებას იტალიიდან ხელმძღვანელოობდა. კანონიერი ქურდის აყვანა ესპანელ სამართალდამცავებთან ერთად იტალიის პოლიციამ უზრუნველყო. გავრცელებული ინფორმაციით 50-მდე დაკავებულ ქართველს შორის არიან რუსთაველებიც.