გაგარინის, ნოდარ დუმბაძის, კომუნალების და კიდევ რამდენიმე უსახელო ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება. ასფალტის პირველი პირი უკვე დაიგო, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დუმბაძის და გაგარინის ქუჩაზე გაკეთდება ტროტუარები. ამ წელს გაგარინის ქუჩის ის მონაკვეთი დასრულდება რომელიც ავტობუსების ფარეხიდან იწყება და მშენებელთა ქუჩას უერთდება, მომავალ წელს კი გაგარინის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი. აღნიშნულ მონაკვეთზე ძირითადად სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან და იმის გამო რომ ასფალტიანი გზა არ არსებობდა, იყო მტვერი და გაუსაძლისი მდგომარეობა, ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა მერიას გზის მოწესრიგების მიზნით. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარით ფინანსდება.