ქვემო ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაზრდილი ტარიფი და აქციის მეორე დღე (ფოტოები).

ახალი ამბები
წყარო:  ინფო რუსთავი / https://inforustavi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 დეკემბერი 2016

თბილისში 1.50 ლარით მგზავრობა, რუსთაველი სტუდენტების ნაწილმა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტა. ახალგაზრდები მგზავრობის ძველი ღირებულების შენარჩუნების გარდა, სტუდენტური ტარიფის დაწესებას ითხოვდნენ. აქცია მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის ბოლომდე გაგრძელდა. ამ დროისთვის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციის მონაწილეები დაიშალნენ, თუმცა სტუდენტების თქმით, ისინი პროტესტს ხვალაც გაანხლებენ.

დაბრუნდება თუ არა ძველი ტარიფი რუსთავი-თბილისის მარშუტზე ამ კითხვით "ინფო რუსთავმა" კომპანიას მიმართა, სადაც აცხადებენ რომ მძღოლოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მხოლოდ მას მერე შეცვლიან საფასურს თუ კონსესუს მიაღწიეს. მძღოლების ნაწილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ რომ ფასები მათი გადაწყვეტილებით არ გაიზარდა და მათთან მოლაპარაკებას არც არავინ აწარმოებს. თვითმმართველობაში კი კვლავ ხელშეკრულებით აპელირებენ და აცხადებენ რომ „ინტეტრტრანსი“ თუ 24 დეკემბრამდე ფასს არ დაწევს მაშინ მათ სავარაუდოდ გარკვეული ფინანსური სანქციებია დაეკისრებათ. მერიას სწორედ 24 დეკემბრამდე აქვს ვადა რათა კომპანიის წერილი შეისწავლოს და დასკვნა დადოს, რის შემდეგაც ტარიფი ან მოიმატებს ან იგივე დარჩება.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია