ქვემო ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსთავის ტყეში ახალგაზრდა წყვილი ცხოვრობს [video]

ახალი ამბები
წყარო:  ინფო რუსთავი / https://inforustavi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივლისი 2019

შუაგულ ქალაქში წყვილმა ცივილიზაცია მიატოვა და ტყეში ცხოვრება გადაწყვიტა. [ვიდეო/video]

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დასახლებულ პუნქტთან არც თუ ისე შორს, ანუ ჩვენთან, კორპუსებისა და კერძო სახლების მაცხოვრებლებთან ახლოს, მტკვრის სანაპიროზე არსებულ ტყეში ახალგაზრდა, რუსთაველი წყვილი ცხოვრობს.

"ინფო რუსთავი" მითითებულ ტერიტორიაზე მივიდა და საინტერესო ფაქტს წააწყდა.

შემოღობილ ნაკვეთი და კარავი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყოველდღიური მოხმარების საგნები, ასევე შინაური ცხოველები და ფრინველები.

საცხოვრებელში თავდაპირველად არავინ იმყოფებოდა, თუმცა "ტყის ბინადრებმა" თავიანთ უჩვეულო სახლს დაბინდებისთანავე მოაკითხეს.

როგორც რუსთაველმა ახალგაზრდებმა  საინფორმაციო სააგენტოს უამბეს, მათ ბუნება და მიწაზე შრომა უყვართ, სწორედ ამიტომ აირჩიეს ქალაქში ცხოვრების განსხვავებული წესი. 23 წლის მამაკაცის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა სურვილი მსგავსი საცხოვრებელი, მსგავს გარემოში მოეწყო და სამომავლოდ იმ ადგილთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ სიუჟეტში იხილავთ, კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია