გაზაფხულის პირველ თვეს ორი მნიშვნელოვან თარიღი აღინიშნება: 3 მარტი დედის, ხოლო 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე. ამ დროს ქალებისადმი მიძღვნილი არაერთი აქტივობა ხორციელდება. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და დღეს, 11 შვილის დედას ნონა მიქაცაძეს, 10 შვილის დედას ნაირა მშვილდაძესა და 7 შვილის დედას მინავარ ასკაროვას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ხელდამშვენებულებმა მიულოცეს გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული.