შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არაფორმალური სადილი აშშ-ს ელჩის მოადგილესთან - ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთ მაგიდასთან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 თებერვალი 2020

საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა, "ქართული ოცნების" ლიდერები და ოპოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში საიდუმლო შეხვედრა გამართეს.ეს იყო პირველი შეხვედრაა მას შემდეგ რაც, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ბოიკოტი გამოუცხადა. მედიისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე ელჩები, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძე და პროდასავლური პარტიების წარმომადგენლები რამდენიმე საათი საუბრობდნენ.

 

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, შეკრება არაფორმალური ხასიათის იყო და მასზე კონკრეტული საკითხების განხილვა არ მომხდარა.

“ელჩმა მოგვიპატიჟა დღეს იმისათვის, რომ ჩვენს მეგობრებს თავიანთი მოსაზრებები გაეზიარებინათ ჩვენთვის, ეს არ იყო მოლაპარაკებების რაუნდი, მაგრამ როდესაც ჩვენს მეგობარ ელჩებს აინტერესებთ ჩვენი მოსაზრებები და უნდათ, რომ მათი მოსაზრება მოვისმინოთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ ეს მოპატიჟება მიღებულ იქნა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია