შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 თებერვალი 2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. სწორედ ამიტომ, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდება მთავრობის ახალი განკარგულება, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ.

24 თებერვალს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 9 პაციენტი შევიდა. 2 მათგანი ირანის მოქალაქე იყო, დანარჩენები კი საქართველოსი. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზების შემდეგ 5 პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა. 25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას. 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია