შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში ჩაის მწარმოებელთან შეხვედრა გაიმართა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 თებერვალი 2020

პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში” მეჩაიეობის სპეციალობის სატრენინგო პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა

გაეროს განვითარების პროგრამის “საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ პროექტის ფარგლებში, ოზურგეთში პროექტი “სოფლის მეურნეობის პროფესიული განათლების მხარდაჭერა გურიის რეგიონში“ განხორციელდა. პროექტის ფარგლებში რეგიონში მოქმედი 16 ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს 21 თანამშრომელი გადამზადდა ჩაის წარმოების ტექნოლოგიებში. მათ მიიღეს გამოცდილება ჩაის ნედლეულის მოვლა-მოყვანის საკითხებში, ჩაის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებში, ჩაის დეგუსტაციის და ჩაის წარმოების ეკონომიკურ საფუძვლებში. სასწავლო პროგრამა ჩატარდა ადგილობრივი მაღალკვალიფიციური ტრენერების მონაწილეობით. თეორიულ სწავლებასთან ერთად ასევე ტარდებოდა პრაქტიკული მეცადინეობებიც.

„სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა სოფლად სიღარიბის შემცირების აუცილებელი წინაპირობაა,“ განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება კი თავის მხრივ პროდუქტიულობის გაზრდას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია, ჩვენს პარტნიორებს დავეხმაროთ აღმავალი სექტორის განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნის განმტკიცებაში და სოფლის კეთილდღეობისთვის საჭირო გზების დასახვაში.“

„განათლებასა და დასაქმებას შორის არსებული გარღვევის გამოსასწორებლად პროფესიული განათლების და ტრენინგის მიწოდება მაღალეფექტური საშუალებაა“, აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა. „მთავრობა განაგრძობს VET პროგრამის მოკლე კურსების დაფინანსებას. ეს ჩვენი მიზნობრივი მიდგომის ნაწილია, რომელიც სოფლის მეურნეობის ბიზნესისთვის საჭირო უნარების უზრუნველყოფას ემსახურება.“

„პროფესიული განათლების და გადამზადების ახალი მოდელის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლის გაზრდა, რასაც პირდაპირი ზემოქმედება ექნება მილიონობით ადამიანზე,“ აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

„შვეიცარიის გამოცდილება საქართველოს დაეხმარება პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით VET პროგრამის მიმწოდებლებსა და კერძო სექტორს შორის ეფექტური პარტნიორობის დამყარებაში.“ აღნიშნა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამის ოფიცერმა, ბექა თაგაურმა.

ჩაის კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. „გურიის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩაის კულტურის განვითარება, ვინაიდან წლების მანძილზე გურია იყო ერთ-ერთი მთავარი რეგიონი, რომელიც აწვდიდა ჩაის მთელს საქართველოს და პროდუქცია ექსპორტზე გაჰქონდა. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი სპეციალისტი გადამზადდეს. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გურიაში ჩატარდა ტრენინგები, რომელიც სრულიად დააფინანსა გაეროს განვითარების პროგრამამ“, - გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია.

"გურიის მხარე"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია