შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთელმა სპორცმენებმა, კიოკუშინკარატეში ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 თებერვალი 2020

21 - 23 თებერვალს ბაქოში საერთაშორისო ტურნირი კიოკუშინკარატეში ჩატარდა. ასარეზობაში არაერთი ქვეყანა : აზერბაიჯანი, საქართველო, ირანი, ბელორუსია, თურქეი და უკრაინა იღებდა მონაწილეობას.

შეჯიბრზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვანდოს სექციის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

ანრი რომანაძემ 18 წლამდელთა შორის ( 75 კგ. წონითი კატეგორია ) პირველი ადგილი დაიკავა.

გიორგი ბერაძე კი 18 წლამდელთა შორის ( 80კგ. წონითი კატეგორია) მესამე ადგილზე გავიდა.

საერთო ჯამში კი საქართველოს ნაკრებმა , გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

ტურნირის დასასრულს მწვრთნელს, ირაკლი ტუღუშს საპატიო თასი და მედალი გადაეცა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია