შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 თებერვალი 2020

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. პაციენტებს ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარდათ.

ვირუსი ინფექციურ საავადყოფოში მყოფ ერთ-ერთ პაციენტს დაუდგინდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია დღეს საღამოს აცხადებდა, რომ დიდი ალბათობით პაციენტებს კორონავირუსი არ დაუფიქსირდებოდათ, რადგან კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არცერთ პაციენტთან არ აღინიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში დაკვირვების ქვეშ 14 პაციენტი იმყოფება. მათგან 2 ჩინეთის მოქალაქეა, 3 ირანის, დანარჩენები კი მილანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები არიან. თითოეულ მათგანს აღენიშნება გრიპის სხვადასხვა სიმპტომები - ხველა, ცხელება, ყელის ტკივილი, თუმცა პირველადი კვლევებით, არც ერთის შემთხვევაში არ დასტურდება პნევმონია ან ა/ბ ტიპის ვირუსები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია