შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ მოკლა მამამ შვილი- შუაგანახლებაში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგანახლებაში გუშინ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მოკლულის მამა ამ წუთებში ჩაის პლანტაციებში შეიარაღებულ მდგომარეობაში ნახეს. მისი დაკავება ადგილობრივებმა შეძლეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. 

49 წლის შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი, მას შემდეგ მიიმალა, რაც შვილი სასიკვდილოდ ცივი იარაღით დაჭრა. 29 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

"გურიის მოამბისთვის" ცნობილი გახდა მკვლელობის მოტივი. როგორც მეზობლები გვიყვებიან მამაკაცი ხშირად ძალადობდა საკუთარ მეუღლეზე და მოკლული ახალგაზრდა კაცი ყოველთვის იცავდა დედას. ასეთი მორიგი ჩხუბი და შეკამათება მოხდა გუშინაც, რის შემდეგაც, მამა შვილს მიეპარა და იღლიის და ფილტვის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა, რომელიც შშმ პირია. ასევე მოკლულს ყავს 3 წლის ძმა.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია