შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლება მიეცა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020

79 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობის, საპატრიარქოს საკუთრებაში შესაძლო გადაცემას ითვალისწინებს დამტკიცდა. 

 

კანონის მიხედვით, განსაზღვრული რაოდენობა თითოეული მიწის შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა იქნება.

კანონპროექტს, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებსსასულიერო პირები დადებითად აფასებენ

გარემოს დაცვის კომიტეტის მხარდაჭერილმა ცვლილებამ პროტესტი როგორც საზოგადოებაში, ისე არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკოსებში გამოიწვია. „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს აღნიშნული კანონპროექტით საპატრიარქო პოლიტიკურ პარტნიორად აქციოს. 

მესამე სექტორის მტკიცებით, ამ კანონის მიღებით დაირღვევა თანასწორობის პრინციპი განსაკუთრებით სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებაში. მათ შორის "ტოლერანტობისა და მრავლფეროვნების" კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული დისკრიმინაციული მიდგომაა და მართლმადიდებელ ეკლესიებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია