შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი, საღამოს კი ქმარი გადაარჩინეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აგვისტო 2020

ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი, საღამოს ქმარი გადაარჩინეს! - ამის შესაებ ინფორმაციას "გურია თუდეი" აქვეყნებს.

 

შემთხვევა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოხდა. როგორც ერთ-ერთმა მაშველმა განაცხადა, იმ დროს ზღვაზე ძლიერი შტორმი იყო:
,,გავაფრთხილეთ ადამიანები, რომ ზღვაში არ შესულიყვნენ, მაგრამ როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, ნაკლებად გვიჯერებენ. ის იყო, ზღვაში შესაბამისი ფერის ალმები აღვმართეთ, რომ შტორმის გამო, წყალში შესვლა აკრძალული იყო, დახმარებისთვის მოგვმართეს მოქალაქეებმა. ახალგაზრდა ქალბატონი შევლას ითხოვდა. უცებ გავეშურეთ შემთხვევის ადგილზე და ეს მოქალაქე სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. საღამოსაც ძლიერი ღელვა იყო და კიდევ ერთხელ დაჭირდათ ჩვენი დახმარება. ამჯერად მამაკაცი ითხოვდა შველას. უცებ მივვარდით, ალბათ, ნახევარი წუთი რომ დაგვგვიანებოდა, ვინ იცის, რა მოხდებოდა. შემდეგ გავიგეთ, რომ დილით გადარჩენილი ქალბატონი და საღამოს გადარჩენილი მამაკაცი ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ. ბავშვი ჰყოლიათ მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებების გამო ჩამოყვანილი და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა მათ თავს. გავიდა ორი დღე და მოულოდნელად სამაშველო კოშკურასთან ეს ცოლ-ქმარი გვესტუმრა, ფოთელები აღმოჩნდნენ, მადლიერების ნიშნად ტორტი წარწერით "მაშველი გიშველის" და სხვადასხვა სახის ნუგბარი მოგვიტანეს." - უთხრეს "გურია თუდეის".

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია