შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნება" ძალადობას პოლიტიკური კონტროლის ფორმად ხედავს - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აგვისტო 2020

"ამას ჰქვია კანონის და კანონიერების ჩამოშლა, "ბესპრიძელი", როდესაც "ბესპრიძელი" მართავს ქვეყანას, არის "ბესპრიძელი". რუსული საბჭოთა სიტყვაა, მაგრამ ზუსტად გამოხატავს ყველაფერს," - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" განაცხადა. 

ამით მიხეილ სააკაშვილი ქვეყნაში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებას გამოეხმაურა. ამბობს, რომ ოლიგარქი ივანიშვილის მიერ, ძალადობა წახალისებულია და ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება ძალადობას როგორც პოლიტიკური კონტროლის ფორმას, ისე ხედავს.

"რაც უფო მეტი ქაოსი იქნება, უკეთესად იგრძნობს თავს ივანიშვილი და მისი პატრონ-ყმები რუსეთიდან. იმიტომ რომ რუსეთის მთავარი დაკვეთა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, საქართველოში, ურკაინაში, ბელორუსში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ნებისმიერ ადგილას არის ქაოსი.ჩვეულებრივად, წინასწარი ქაოსით მოძრაობენ ივანიშვილი და მისი პატრონ-ყმები მოსკოვში. ამაზე თავიდანვე გაფრთხილებდით და მოხდა ის რაც მოხდა რა ვქნათ ახლა უნდა გადავლახოთ და დავამთავროთ ეს ყველაფერი. არაფერი შეუძლებელი ამაში არ არის, რომ ეს ძალიან მალე დამთავრდეს,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობა 2020 წელს დასრულდება. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია