შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს ბოქლომს უგზავნის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აგვისტო 2020

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანა-თავმჯდომარე გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს ბოქლომს უგზავნის. წულაიას თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ქუთაისში პოლიტიკური ძარცვა განახორციელა - 2012 წლის შემდეგ ქუთაისიდან გადაიტანეს სემეკის, კონტროლის პალატის, მთავრობის სახლის, საავტომობილო გზების დეპრტამენტისა და პარლამენტის ინსტიტუციები.

წულაიას თქმით, ერთადერთი, რაც ქუთაისში ბოლო წლებში შენდება, ტექნოლოგიური უნივერსიტეტია, სადაც ჭაობი ამ დრომდე არ დაუშრიათ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ყოფილი საპარლამენტო ქალაქი მიტოვებულ მუნიციპალიტეტად გადააქციეს, რის გამოც მან ქვეყნის არაოფიციალურ მმართველს ბოქლომი გაუგზავნა და ქალაქის საბოლოოდ ჩაკეტვისკენ მოუწოდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია