შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვაშაძე სააკაშვილზე: ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აგვისტო 2020

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ "ფაქტია, გიორგი ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს".

"დიახ, ვაპირებ გავხდე პრემიერმინისტრი ერთადერთი მიზნით, რომ აღარც ერთ ადამიანს ნაგავსაყრელზე არ უწევდეს ლუკმაპურის ძიება. ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში, პირდაპირ მინდა ვთქვა. მე მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის განცხადება და მინდა, მივმართო მას, რომ წარსულით კი არ უნდა ვიბრძოლოთ და წარსულით კი არ უნდა ვიყოთ, არამედ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და ერთიან ფრონტზე უნდა ვიფიქროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია