გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამართლიანად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ - გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2020

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, არჩევნებზე არანაირი გართულება არ სჭირდებათ, რადგან მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გაიმარჯვებენ. ამ თემაზე მან გურჯაანის, დედოსფლისწყაროს, სიღნარისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის დროს ისაუბრა.

"ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც ვებრძვით, პარალელურად არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, თან ისე, რომ არავის არ ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ იმას, ვისაც ვთვლით ღირსეულად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს," - თქვა გიორგი გახარიამ.

გახარიამ სიღნაღელებს უთხრა, რომ პირველ რიგში, წყალმომარაგების პრობლემას მოაგვარებს, რომ სიღნაღს 24-საათიანი წყალმომარაგება ჰქონდეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია