შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენ დიდი ხანია უფსკრულის პირას ვდგავართ" - ბუბა კიკაბიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2020

"მე პოლიტიკაში არ მივდივარ, მე არ ვარ პოლიტიკოსი მაგრამ... ჩემს შვილებს და შვილიშვილებს როგორ ჩავხედო თვალებში, თუ რაღაცას მაინც არ გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის" - ამბობს "გაერთიანებული ოპოზიციის სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე" მთავარი"-სთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში.

ყველასათვის ცნობილი მომღერალი და მსახიობი დღეს ქვეყანაში ყველაზე მძიმე პრობლემად ახალგაზრდების დაუსაქმებლობას და მოშიმშილე ბავშვებს მიიჩნევს:

"ძალიან მაწუხებს ახალგაზრდა თაობის, ბავშვების ბედი. ისინი მიგდებულები არიან. რაიონებში განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა.სამუშაო არა აქვთ, რაღაც საშინელებები ხდება"...

81 წლის ასაკშიც ბუბა კიკაბიძეს კარგად ახსოვს როგორია იცხოვრო შიმშილსა და სიღარიბეში, უკონტროლო, უკანონო განუკითხაობაში. მან ასეთი ქვეყანა ერთხელ უკვე ნახა, საითაც მისივე შფასებით, კატასტროფული სიჩქარით მიექანება ჩვენი ქვეყანა:
"როცა შვილს შარვალს ურეცხავს, მეორე დღეს სკოლაში ვერ უშვებს, რადგან სხვა შარვალი არა აქვს ბავშვსო, არიან ბავშვებიო, რომლებსაც შოკოლადი არ უნახავთ, მისი გემო არ იციანო, სათამაშო, საჭმელი არა აქვთო... ძალიან ბევრი ბავშვი არის ქუჩაში, ბევრია ავადმყოფი.. რუსებს აქვთ ერთი ასეთი გამოთქმა"ბესპრიდელი", ეს არის საშინელება. გაჭირვებას მოაქვს ყველაფერი კრიმინალი
ბავშვი რომ მაღაზიას გატეხავს, ე. ი. მოშივდა და ამიტომ ქნა ეს, თორემ ისე ბავშვი ამას არ იზამდა.
ყოველ დღე გვესმის: ვიღაცა დაჭრეს, მოკლეს.. ვინც აშავებს იმას არ ეშინია, იმედი აქვს, რომ პასუხს არ მოსთხოვენ, არ დასჯიან, რადგან წახალისებულია ძლადობა. მიშვებულია ყველაფერი რა... ჩვენ უკვე დიდი ხანია უფსკრულის პირას ვდგავართ, ერთი ბიძგი გვინდა რა"... -აცხადებს სიის პირველი ნომერი, რომელიც ინტერვიუში იმაზეც საუბრობს, თუ რატომ თქვა უარი 2008 წლის შემდეგ რუსეთში ჩასვლასა და მილიონიან ჰონორარებზე.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ ასი ათასიან ჯილდოსა მის მიერვე გამოგზავნილ ხალხთა შორის მეგობრობის ორდენზე:
"ყველას თავისი მიდგომა და შეხედულება აქვს. მე მაგალითად, ჩემი შვილიშვილების შემრცხვებოდა. არ შეიძლება როცა კაცი გირტყამს, იმასთან ჩახვიდე და უმღერო" - აცხადებს კიკაბიძე.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია