სამცხე-ჯავახეთი
ახალ უბანში საყრდენი კედლის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
ეკონომიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
15 ნოემბერი 2023
ბორჯომში, ე.წ ახალი უბნის
დასახლებაში მტკვრის სანაპიროზე დაზიანებული დამცავი საყრდენი კედლის
სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში, 142 მეტრიანი დამცავი საყრდენი კედლის
რეაბილიტაცია განხორციელდება.
სამუშაოებს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ ასრულებს.

დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
3 900 000 ლარია გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მოსული უხვი ნალექის გამო, ახალი უბნის
ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე მტკვრის ადიდებამ
ნაპირსამაგრი კედელი დააზიანა.