შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არჩილ თალაკვაძე - საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შევძლებთ

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მაისი 2020
ვფიქრობ, რომ საგაზაფხულო სესიაზე, როგორც საზოგადოებას დავპირდით, საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანას და მის მიღებას შევძლებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტს ამ საგაზაფხულო სესიაზე ორი პრიორიტეტი ექნება: პირველი - პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობისა და შეფასების ნაწილი და მეორე - საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შეასრულოს და თუ ასე არ მოხდება, მაშინ შესაბამისი რეაგირება გახდება საჭირო, ოპოზიციურ პარტიებს შორის დღეიდან კონსულტაციები განახლდება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები, 14.00 საათზე კვლავ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბებიან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია