შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მაისი 2020
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილება. ანგარიშის ავტორია ევროპარლამენტარი ესტონეთიდან სვენ მიქსერი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ამავდროულად, შეშფოთებაა გამოთქმული ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

"ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით წარმოებული სასამართლოს საქმეების გამო, რომელმაც ხელი შეუწყო უნდობლობის ზრდას და დაძაბულობის გაღრმავებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ასევე ხელი შეუწყო პოლარიზაციას საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პატივი სცეს დამოუკიდებელი სასამართლოს უმაღლეს სტანდარტს და მიუკერძოებელ სასამართლოს, რისი ვალდებულებაც მას აკისრია", - ნათქვამია განცხადებაში.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია