შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გედევან ფოფხაძე - "ნაციონალური მოძრაობა" რომ დამთავრდეს, ამისთვის უნდა დამთავრდეს "ქართული ოცნება"

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2020
პირდაპირ მოვუწოდებ პრემიერს - დაამთავრეთ "ქართული ოცნება" და ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ დამთავრდეს "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ ბორჯომისა და ასპინძის მაჯორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

"მე მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში გვაქვს ძალიან მარტივი გადაწყვეტილებები მისაღები. "ნაციონალური მოძრაობა" რომ დამთავრდეს, ამისთვის უნდა დამთავრდეს "ქართული ოცნება" და ბატონ გახარიას თუ უნდა, რომ ეს გააკეთოს, რომ დაამთავროს "ნაციონალური მოძრაობა", მე პირდაპირ მოვუწოდებ პრემიერს - დაამთავრეთ "ქართული ოცნება", დამთავრდით როგორც ხელისუფლება და ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ დამთავრდეს "ნაციონალური მოძრაობა",

- განაცხადა ფოფხაძემ .
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" უფრო მეტი "ნაციონალური მოძრაობა" გახდა, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობაა".


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია