შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,რუსეთი შეეცდება, რომ გამოიყენოს თავისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობები საქართველოში“ - კელი დეგნანი

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივლისი 2020
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ქვეყანაში საუბრობენ რუსეთის მხრიდან მათი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ახალ ამბებს ვკითხულობ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს რუსეთის ჩარევებზე სხვადასხვა ქვეყნის საკითხებში, მაგალითად, ამერიკის არჩევნები, ბრიტანეთში- "ბრექსითთან" დაკავშირებით, ასევე შოტლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, გარკვეულწილად რუსეთმა ჩამოაყალიბა სქემა ამ მიმართულებით მუშაობის და საქართველო ნამდვილად არის სამიზნე მისი ამ აქტივობების. თუმცა, ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობირებულია ამ რისკებისა და საფრთხეების თაობაზე და მათ იციან, რას შეიძლება ელოდნენ რუსეთისგან. აშშ ამ მიმართულებით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, რომელიც ეხმარება მოსახლეობას იმაში, რომ შეძლონ გაარჩიონ დეზინფორმაცია ნამდვილი ფაქტებისგან, იქნება ეს ახალი ამბების კითხვისას, თუ სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაციის კუთხით, რადგან ასეთი ტიპის დეზინფორმაცია ყოველთვის მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ და დაბნეულობის შეტანისკენ. ზოგადად, გარემო საქართველოში საკმაოდ პოლარიზებულია და რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება, რომ გამოიყენოს თავისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობები საქართველოში“, - განაცხადა დეგნანმა


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია