შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

NDI - გამოკითხულთა 76% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო – 8%-ისათვის ევროკავშირი მიურებელია

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივლისი 2020
საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, - ამის შესახებ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2020 წლის ივნისის საზოგადოების განწყობის გამოკითხვის შედეგებშია აღნიშნული.
კვლევის შედეგებით, ევროპული და ევრო-ატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა (76 პროცენტი) და ნატო-ში გაწევრიანებას (69 პროცენტი). ამასთან, ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია გამოკითხულთა 8%-ისთვის, ხოლო ნატოში გაწევრიანება-11%-ითსვის.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო-ალანტიკური ინტეგრაციით, ხოლო 11% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.





NDI კვლევა - საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის სამხედრო აგრესია წარმოადგენს

გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია