შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივლისი 2020
ალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო ამავე საკრებულოს თანამშრომელი მათე ღვინჯილია ამბობს, მას სიგარეტი აფხაზეთში მცხოვრებმა პირმა აჩუქა და ის ახლობლებისთვის უნდა დაერიგებინა.

26 ივლისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია