შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აგვისტო 2020
სასამართლომ 2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატი 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ძიძა 22 აგვისტოს დააკავეს. თავად დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ არ იცის რას ედავებიან.

"იქ არავინ არ ჩერდებოდა, ვინც მოდიოდა მაქსიმუმ ორ კვირაში გარბოდა. კი, ბავშვი ძალიან ცელქი იყო. დედამისი ვიდრე სახლში იყო და სამსახურში წავიდოდა მოწესრიგების პერიოდში ჩვენ ვიკეტებოდით 5 კვადრატულ ოთახში და ვიდრე დედამისი გარეთ არ გავიდოდა, ხან რითი ვართობდით, ხან - რით, მაგრამ ბავშვი ტიროდა. დედა ატირებულ, აჩხავლებულ ბავშვს ტოვებდა", - განაცხადა ბრალდებულმა

სამართალდამცველებმა ლ.ლ. 2020 წლის 22 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია