შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასტუმრო ,,ბორჯომი-ლიკანს" ვერ ყიდიან

ეკონომიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 სექტემბერი 2020
სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" არც განმეორებით აუქციონზე გაიყიდა. "საპარტნიორო ფონდში" აცხადებენ, რომ საჯარო აუქციონი, რომელიც ფონდმა სასტუმროს გაყიდვის მიზნით მეორედ გამოაცხადა, მონაწილეების არარსებობის გამო არ შედგა.
სასტუმროს გაყიდვის მიზნით აუქციონის გამოცხადება კვლავ იგეგმება განაცხადეს საპარტნიორო ფონდში.
"საპარტნიორო ფონდი" 2018 წლიდან სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" 100%-იანი წილის მფლობელია. პირველი საჯარო აუქციონი "ბორჯომი ლიკანის" სასტუმროზე ფონდმა 2019 წლის 6 დეკემბერს ჩაატარა, სასტუმროს შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 37 565 408 აშშ დოლარი იყო, თუმცა აუქციონი ვერ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო. მეორე საჯარო აუქციონი, რომელზეც სასტუმროს საწყისი ფასი 30 052 326 აშშ დოლარამდე შემცირდა, 2020 წლის 4 სექტემბერს გაიმართა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია