შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შემოწმებული 1500-მდე სკოლიდან, 81 კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

განათლება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 სექტემბერი 2020
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული 1500-მდე სკოლიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 81 სკოლა ვერ აკმაყოფილებს.
კერძოდ, გუშინდელი მონაცემების თანახმად, შემოწმებული 1500 სკოლიდან სწავლის გაგრძელების ნებართვა ამ ეტაპზე მხოლოდ 614 სკოლას მისცეს.
"სკოლების შემოწმება გრძელდება, დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც 614 სკოლაზე გავეცით ნაბართვა, ვერ დააკმაყოფილა 81-მა, დანარჩენი კი შემოწმების პროცესშია და ველოდებით გარკვეულ დოკუმენტაციას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ.
ასევე შემოწმებული გვაქვს 10-ზე მეტი უნივერსიტეტი, საიდანაც თითოეულ მათგანზე გაცემულია ნაბართვა და პროცესი გრძელდება", - განაცხადა ბექა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ სკოლები ახალ სასწავლო წელს პანდემიის გამო შემუშავებული სპეციალური პროტოკოლით ხვდებიან.
განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული რეგულაციებით, არაერთი რეკომენდაციის დაცვა მოეთხოვება როგორც სკოლებს და მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებსა და მშობლებს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია