შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გვენეტაძე ლარის გაუფასურებას სავალუტო ბაზარზე „წინასაარჩევნო დაძაბულობით“ ხსნის.

ეკონომიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2020
დღეს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გვენეტაძე ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას სავალუტო ბაზარზე „წინასაარჩევნო დაძაბულობით“ ხსნის.
იგი აცხადებს, რომ მსგავსი დაძაბულობა დროებითია და ინფლაციაზე არ აისახება.

„აშშ დოლართან მიმართებაში ლარი დაახლოებით 2%-ით არის გაუფასურებული. ზოგადად, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას ინფლაციასთან დაკავშირებით რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მანდატი ინფლაციაა“,-აცხადებს კობა გვენეტაძე.

რაც შეეხება ინფლაციას, კობა გვენეტაძის თქმით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წელს ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და სებ-ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდება.

„საკმარისი ინსტრუმენტები გვაქვს, რომ ფასების სტაბილურობა უზრუნველვყოთ“,-აღნიშნა გვენეტაძემ.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია