შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქორწილების, დაბადების დღეების და ქელეხების მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 სექტემბერი 2020
მთავრობის ადმინისტრაცია ქორწილის აკრძალვის თაობაზე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დამატებით განმარტებას აკეთებს.
როგორც  მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, თავად ქორწინების, როგორც აქტის გაფორმება აკრძალული არაა და შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება.

კერძოდ, მათი განმატებით, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს.
მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც.

მასშტაბური ქორწილების და სხვა სოციალური ღონისძიების აკრძალვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მიიღო.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია