შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

ეკონომიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2020
1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით პირდაპირი ავირეისები აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ავიარეისები კვირაში ერთხელ შესრულდება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ 1-ელი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება „ვიზეარი“. ეს არ იქნება ჯერ თამამი გადაწყვეტილება, იქნება კვირაში ერთი რეისი, მაგრამ არის ტენდენცია, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში და უპირობოდ მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა გახარიამ.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია