შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით - დაკავებულია მოზარდი და დაზარალებულების მამა

სამართალი
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 სექტემბერი 2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 9 და 8 წლის მოზარდებზე სექსუალურად იძალადეს. არასრულწლოვანმა ასაკით მასზე უმცროს ძმებზე გარყვნილი ქმედება სცადა, ამბის გაგების შემდეგ მამამ მოძალადეს სცემა და ყური მოაჭრა. ახლა ორივე დაკავებულია, დაზარალებულ მოზარდებს კი სამედიცინო შემოწმება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარის ყველა დეტალი არ იციან, თუმცა ყვებიან, რომ 9 და 8 წლის ძმები 14 წლის თანასოფლელმა მიტოვებულ შენობაში მოტყუებით შეიყვანა. სექსუალური ძალადობის მიზნით ერთი დააბა, მეორემ კი გაქცევა შეძლო და დასახმარებლად ოჯახს დაუძახა.
თანასოფლელები ამბობენ, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ, დაზარალებულების მამამ დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. შვილებზე მოძალადე არასრულწლოვანი საქმეში პოლიციის ჩართვამდე დასაჯა, რის გამოც ახლა თავადაც პატიმარია.

მისი გათავისუფლების მოთხოვნით სოფელი ხელმოწერების შეგროვებასა და საპროტესტო აქციებს გეგმავს.
არასრულწლოვან ძმებზე მოძალადე არასრულწლოვანიც ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების პროცესში მას მსგავსი სხვა საქმეებიც ამოუტივტივდეს. ფაქტის გახმაურების შემდეგ მისი ოჯახი სოფელიდან წავიდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია