შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვერც დავარქმევდი ამას კრიზისს. პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს - გიორგი გახარია

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 დეკემბერი 2020
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. როგორც გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას "კრიზისს ვერ დაარქმევდა".
მისი თქმით, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე უარი.

"ადამიანურად მიმაჩნია, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მნიშვნელოვანია. მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის ძალზედ მოკლევადიანი, მიმდინარე და მე ვერც დავარქმევდი ამას კრიზისს. პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ვითარდება. შესაბამისად, დღეს ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაა. მერწმუნეთ, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც თქვენ ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით. უფრო მეტსაც გეტყვით, არავის ემახსოვრება კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე უარი. ყველას ემახსოვრება ერთადერთი რამ, როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეკონომიკას და ეკონომიკურ კრიზისს", - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია