შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საბავშვო ბაღები ყველა ბავშვისთვის უფასო არ უნდა იყოს - ირმა ზავრადაშვილი

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 დეკემბერი 2020
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღები ყველა ბავშვისთვის უფასო არ უნდა იყოს და გადასახადი მშობლის შემოსავალზე უნდა იყოს მიბმული. როგორც მან რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საბავშვო ბაღების ავტორიზაციის საკითხის განხილვისას განაცხადა, ამ მიმართულებით ბიუჯეტის სახსრებით ერთნაირად არ უნდა სარგებლობდნენ მაღალანაზღაურებადი და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები.

"მე ვსვამ კითხვას, რატომ არ ხდება დიფერენცირება, რათა შედეგად, საბავშვო ბაღში ყველა ბავშვის აღზრდისა და ყოფნის პროცესი არ იყოს უფასო და რატომ არ არის ეს მშობლების შემოსავლებზე მიბმული? რატომ ხდება, რომ ჩემი შვილიც და სოციალურად დაუცველი ადამიანის შვილიც ერთდროულად სარგებლობს ბიუჯეტიდან? ხომ შეიძლება რაღაც ფორმის დიფერენცირება გაკეთდეს?! უფასო საბავშვო ბაღი ძალიან კარგია, მაგრამ, როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს, ანტიკრიზისული ბიუჯეტი გვაქვს და აღდგენითი ბიუჯეტი გვაქვს, რატომ არ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ დამატებითი შემოსავლები არსებობდეს, რომელიც არც ავტორიზაციის ვადის გადაწევის აუცილებლობის წინაშე დაგვაყენებს და ძალიან ბევრ პრობლემას შეცვლის,"- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია