შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნებას” ხელი გადაუგრიხონ - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 დეკემბერი 2020
არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ "ქართული ოცნებას" ხელი გადაუგრიხონ, იქეთ გადავუგრიხავთ ყველაფერს. "ნაცმოძრობასაც" და "ევროპულ საქართველოსაც" უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი, არჩევნების შედეგებმაც აჩვენა, განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

"ჩვენ გვაქვს არა ერთი, ხუთი და ექვსი სვლა, არამედ ძალიან ბევრი სვლა და მანევრირების ფართო საშუალება. მათ აქვთ ორად ორი გამოსავალი - ცუდი და უარესი. ცუდი არის შესვლა, უარესი - არშესვლა",- განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, როგორც კობახიძე აღნიშნავს, მმართველი პარტია მზადაა მსჯელობა განაგრძოს საარჩევნო რეფორმაზე, რიგგარეშე არჩევნები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, "თუ ვინმე გაყალბებას დაადასტურეს".

რაც შეეხება იმას, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს არსად ეჩქარება, რადგან "მილიონი მანდატი" აქვს და ელჩებთან კონსულტაციას ელოდებიან.
კითხვაზე, არსებობს თუ არა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკების რესურსი, კობახიძის თქმით, მხოლოდ იმ ოპოზიციურ პარტიებთან საუბარს აქვს აზრი, ვინც "გამარჯვებული მხარეა".
"ზღვარი გაივლება პოლიტიკურ პარტიებს შორის. არის ძირითადად ორი პოლიტიკური ძალა, ვინც არის ლუზერი, ანუ წაგებული ამ არჩევნებში.

რანაირად შეიძლება ესაუბრო "ევროპული საქართველოს" პარლამენტში შესვლაზე, როდესაც მაინც ვერ შედის. "ნონსენსთან" გვაქვს საქმე. მათ უნდა ვუმტკიცოთ, რომ გინდა თუ არა, უნდა შემოვიდნენ. არც პოლიტიკური ინტერესი გვაქვს ამის და "ნონსენსია" იმ პარტიის პარლამენტში შემოსვლა, რომელიც მაინც ვერ შემოდის. იგივე ეხება სააკაშვილსაც- მაინც ვერ შემოდის იქ, სადაც უნდა შემოსვლა. ეს არის ძალაუფლების და იმ სადიზმის დაბრუნება, რასაც ეწეოდა 9 წლის განმავლობაში. რაზე უნდა ველაპარაკოთ ან სააკაშვილს ან ბოკერიას?! ვერაფერზე. მაგრამ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ამ არჩევნებში გამარჯვებული მხარეს. შესაბამისად, მათთან საუბარს აზრი აქვს. იმედი გვაქვს, ეს ზღვარი გაივლება",- განაცხადა კობახიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია