შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეიდან საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აპრილი 2021
პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
"როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა 18 მარტს.
თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების მაყურებლის დასწრებით გამართვა დღეიდან, 1-ელი აპრილიდან დაშვებული იქნება.
თეატრებმა, სპორტული კლუბებმა, ასევე პროფესიულმა ანსამბლებმა რეპეტიციები და ვარჯიში 15 მარტიდან განაახლეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია