შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეუფე სტეფანემ არქიმანდრიტი ათინოგენი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2021
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, დღეიდან არქიმანდრიტ ათინოგენს მონაზონი ეწოდება. გარდა ამისა, რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აეკრძალება.

მეუფის თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებდნენ.

"ბრძანება N 6, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილებისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის, განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი.

ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმოქმედებუს უფლებების დაბრუნებისა.ხოლო რაც შეეხება მონაზონი ათინოგენს მისთვის მღვდელმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე",- განაცხადა მეუფემ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია