შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2017-2019 წლებში, გამოცდაზე მასწავლებლების მხოლოდ 1,5%-მა მიიღო 60 ქულაზე მეტი - აუდიტი

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2021



სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, 2017-2019 წლებში, მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაში, მაქსიმალური შედეგი - 60% და უფრო მაღალი, მასწავლებლების მხოლოდ 1,5%-მა აიღო.

"მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მინიმალური საგამოცდო ბარიერი − 30%, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70%-ია.
2017-2019 წლებში გამოცდაზე საგნობრივი მიმართულებით მინიმალური შედეგი აჩვენა მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, ხოლო პროფესიული უნარების მიმართულებით − 27%-მა.
სქემით განსაზღვრული მაქსიმალური შედეგი კი (60% და უფრო მაღალი), ერთდროულად როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების გამოცდაში, მასწავლებლების მხოლოდ 1,5%-მა დააფიქსირა.
2020 წლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგნობრივი გამოცდის შემთხვევაში გაიზარდა 50%-მდე", - ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საკვლევ პერიოდში მასწავლებლების უმრავლესობა ვერ ასრულებდა სავალდებულო სამუშაოებს. ასევე ვერ ასრულებდა დამატებითი სამუშაოების 40%-ს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია