შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შარლ მიშელის დოკუმენტს ოპოზიცია და ხელისუფლება ხელს აწერეს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 აპრილი 2021
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს
დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად;
დავით ბაქრაძემ - ინდივიდუალურად;
ხათუნა სამნიძემ;
"გირჩმა";
გიორგი ვაშაძემ;
ზურა ჯაფარიძე;
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძემ;
ალეკო ელისაშვილმა;
"ქართული ოცნებიდან" - არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი.

როგორც ცნობილია ენმ დოკუმენტს ხელს არ აწერს და სამადაშვილმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღო.

მხარეებმა ორბელიანების სასახლეში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან გადაინაცვლეს.

ახალი საწყისი ამ ქვეყნისთვის, მშვიდობიანი და საქმიანი- ასე შეაფასა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დოკუმენტის ხელმოწერა

ცერემონიას შარლ მიშელი ონლაინრეჟიმში ადევნებდა თვალს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია