შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში იქნება - ამირან გამყრელიძე

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 აპრილი 2021
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში იქნება.
„ვფიქრობ, ისეთი დრამატული, როგორც ნოემბერ-დეკემბერი გვქონდა, არ უნდა იყოს ეს პიკი ბევრი ფაქტორის გამო. ერთი - მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია და ასეთი არის დაახლოებით, 600 ათასიდან 650 ათას ადამიანამდე ქვეყანაში. ოფიციალურად ჩვენ დღეს დადასტურებული გვყავს 299 ათასამდე ადამიანი, თუმცა, ვანგარიშობთ ორჯერ მეტს, რომ მათ უსიმპტომოდ ან ძალიან მცირეოდენი სიმპტომებით აქვთ გადატანილი დაავადება. თუმცა, ეს არ არის საკმარისი საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. ამავე დროს, მოქალაქეთა მცირე რაოდენობაც აიცრა. მესამე ფაქტორი კი არის ის, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით აღმავალ ტალღაზე, ცივ პერიოდში, რესპირაციული ვირუსებისთვის კომფორტულ პერიოდში, ახლა კი ჩვენ შევდივართ თბილ პერიოდში. დამტკიცებულია, რომ მზის სხივის პირდაპირი მოქმედება კორონავირუსზე მოქმედებს დამთრგუნველად და ველოდებით, რომ ეს შეიძლება იყოს უფრო რბილი და არა ისეთი დამანგრეველი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია